fbpx

თეთრეულის ფრიალი სასეიროდ გაგიხდიათ და აი, ამიტომ არ ხართ ჩემთვის ობიექტური და რეალური უფლებადამცველები!

ადვოკატი ლილიკო გელაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენით “გაწიწმატებულ” ე.წ უფლებადამცველებს სოციალური ქსელით მიმართავს.

-“და ამ ყველაფრის მერე ადამიანის უფლებათა დამცველები გქვიათ თქვენ???
21- საუკუნეა გარეთ და თქვენ ლინჩის წესით ასამართლებთ ადამიანს, რადგან ის კაცია! არავის არ დაგისვამთ კითხვა: იქნებ ის მართალია მართლაც? არ დაეჭვებულხართ მაინც, რატომ მოხდა, რომ თუ ძალადობის მსხვეპლი იყო ქალი, რატომ არ თანხმდებოდა გაყრას? ” მოძალადე” გაყრას თხოვდა და ” მსხვერპლი” უარს იყო?
რატომ?
რატომ???
მაზოხისტია? გავს ახლა ის მაზოხისტს???
ძალადობის საქმეზე გამამართლებელის პრეცედენტი როგორ შეიძლებაო, ეს გაგიჟებთ და უდანაშაულო ადამიანის ციხეში წასვლა დასაშვებია?
არ გაწუხებთ ამდენი ტალახის სროლა ადამიანის მიმართ, მხოლოდ იმიტომ რომ ის კაცია და თან ცნობადი? რა ტენდეციაა ეს კაცთმოძულეობა, ზიზღი ყველას მიმართ, ვინც წარმატებულია?
ან რატომ არ გიჩნდებათ კითხვა: რატომ მოხდა , რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მამა პროცესის დახურვას ითხოვდა, დედა კი- პირიქით…
რატომ?
რატომ???
განაცხადა კაცმა: არაფერს ვიტყვი ცუდს მასზე, ჩემი ბავშვის დედააო და თქვენ ვინ ხართ, რომ ასე ძალადობთ მცირეწლოვანის ფსიქიკაზე? თქვენ არ ხართ მოძალადეები???

თუ ჩვენ არ გვაქვს სათქმელი და არ ვიცით ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ? დეტალებს ვგულისხმობ… მაგრამ ბავშვის გამო ყველა თავს იკავებს!
ბავშვზე იფიქრეთ, ბავშვზე!!!
თქვენ კი ჭორაობა, ჭუჭყიანი თეთრეულის ფრიალი სასეიროდ გაგიხდიათ და აი, ამიტომ არ ხართ ჩემთვის ობიექტური და რეალური უფლებადამცველები!
ქალზე ძალადობა რომ დასაგმობია, ამაზე დავა იმის მტკიცებას გავს, რომ რუსეთი ოკუპანტია!
ეს აქსიომაა ჩემთვის, მაგრამ აქსიომაა ისიც, რომ დაცვას ყველა იმსახურებს, კაციც და ქალიც. ჯერ კიდევ როდის გვითხრა შოთამ:” ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!” და თქვენ კი ამ ტოლობის ნიშანს უარყოფთ!!!
მთავარი სიმართლეა!
მთავარი სამართალია!
და არა ის, ერთმა პროკურორმა უდანაშაულო კაცის გათავისუფლებაზე უარი რომ თქვა: პრეცედენტს თუ დავუშვებთ, სხვა უდანაშაულოებიც მოისურვებენ საქმეების გადახედვასო…
არ ვაჭარბებ!
მთავარი პრეცედენტის არდაშვება ყოფილა, თუნდაც უდანაშაულო კაცის ციხეში ჯდომაო, თან უვადოდო…

პ.ს. ამ თემაზე კი მეტს აღარ დავწერ, რადგან ვაითუ ხელი წამცდეს და რაღაცეების დაწერა მომიწიოს და ვათუ ვეღარ ითვლიდეთ ფეხებს…
მაგრამ გვახსოვდეს, ყველას გვახსოვდეს ბავშვი, ყველაზე უცოდველი ანგელოზი!
იქნებ შევძლოთ!

პ.ს. სულაც არ ვფიქრობ, რომ თუ მხარე არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას, ის არ უნდა გაასაჩივროს”.წერს ლილიკო გელაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება