fbpx

ბექა ნაცვლიშვილი- უკრაინის კმარელების მთავრობაზე ქართული კმარელების მთავრობა მახსენდება, ორივეს სჯერა, რომ წარმოადგენს საზოგადოების ავანგარდს და აქვს ამბიცია ახალი, ნეოლიბერალური ერის ფორმირებისა

უკრაინელ კმარელებს გზა ხსნილი აქვთ. ვერც მრავალსაუკუნოვანი კულტურა გადაეღობებათ წინ და ვერც მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მათი ერის ფორმირება ნამდვილად ახლა ხდება. გადაჭარბებული თვითშეფასება კი ცოტა არის იყოს დამღუპველია.
არესტ თუ არისტოვიჩზე გამახსენდა- ამის შესახებ ყოფილი პარლამენტის წევრი, პროფესორი ბექა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ერთი განსხვავება, რაც უკრაინელ და ქართველ კმარელებს შორისაა არის ის, რომ ქართველი კმარელების კოლონიალურ ცნობირებას ქართული კულტურა არ ეპიტნავებოდა, ხოლო მათი ერის ფორმირება ნამდვილად ახლა ხდება.

“უკრაინის კმარელების მთავრობას რომ ვუყურებ, ქართული კმარელების მთავრობა მახსენდება.

ორივეს ახასიათებს გადაჭარბებული თვითშეფასებისკენ მიდრეკილება. ორივეს სჯერა რომ წარმოადგენს საზოგადოების ავანგარდს, ორივეს გააჩნია კოლონიალური ცნობიერება და ორივეს აქვს ამბიცია ახალი, ნეოლიბერალური ერის ფორმირებისა.

ერთი განსხვავებაა. ქართველი კმარელების კოლონიალურ ცნობირებას ქართული კულტურა არ ეპიტნავებოდა, მარტივად რომ ვთქვათ არ იყო მთლად “პურიტანულ დასავლური”. ამ ექსპერიმენტში ისინი საკუთარი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან და კულტურასთან უბრალოდ დამარცხდნენ.

უკრაინელ კმარელებს კი გზა ხსნილი აქვთ. ვერც მრავალსაუკუნოვანი კულტურა გადაეღობებათ წინ და ვერც მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მათი ერის ფორმირება ნამდვილად ახლა ხდება.

გადაჭარბებული თვითშეფასება კი ცოტა არის იყოს დამღუპველია.
არესტ თუ არისტოვიჩზე გამახსენდა”- წერს ბექა ნაცვლიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება