fbpx

თბილისში, სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

თბილისში, სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის – 114-ის თანამშრომლებმა ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი. სამივე კორპუსში, სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება