თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება.როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსდება ყინულის მოედანი, რომელიცწინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.„საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი.გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფროფართომასშტაბიანი იქნება, რადგან ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღსდაემატება იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული საციგურაომოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. 26დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებებისგამართვას ვგეგმავთ. დედაქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვისმოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით,კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატურიაქტივობით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება“, – განაცხადათბილისის მერმა.ამასთან, კახა კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და სხვადასხვაარეალის მორთვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენმოუწოდა.„ჩვენ დავამკვიდრეთ „საშობაო სოფლის“, ასევე, ქუჩების, სკვერების მორთვისტრადიცია. ამ ყველაფერში ყოველ წელს ერთვება ბიზნესსექტორი. მადლობა მათმხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ყოველთვის იღებენ ქალაქისმორთულობაში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, წელსაც ბიზნესსექტორისგანდიდი დაინტერესება იქნება და ერთად გავალამაზებთ ჩვენს დედაქალაქს. მინდა,ამჯერადაც მოვუწოდო მათ აქტიურობისკენ. მზად ვართ, გამოვუყოთ შესაბამისისივრცეები, მათ კი შეუძლიათ, ერთგვარი პიარკამპანია ჩაატარონ. ჩვენ ამაში ხელსშევუწყობთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება