თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისისმუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 1-ელიაგვისტოდან ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდიდიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებსა და ბერი გაბრიელსალოსის გამზირზე.„თქვენ იცით, რომ კონკრეტულ რაიონებში აღნიშნული რეფორმა დაწყებულიგვაქვს და დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, რაც შესაძლებლობასგვაძლევს, რომ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილებსთავიანთი სანომრე ნიშნით არეგისტრირებენ საცხოვრებელი მისამართისმიხედვით, მათთვის ზონალურ-საათობრივი პარკირება საკუთარი სახლისმიმდებარე ტერიტორიაზე უფასოა.მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის,ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებზე და ბერი გაბრიელ სალოსისგამზირზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მისი თქმით, მოსახლეობას ავტომობილების რეგისტრაციისთვის შეეძლებათმიმართონ ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციოჯიხურებს.„ცხადია, ყველა იმ ქუჩასა და ზონაში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირებადაინერგება, განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეებს ექნებასაშუალება ჩვენი თანამშრომლებისგან მიიღონ ყველანაირი დახმარება საკუთარიავტომობილების დასარეგისტრირებლად, რათა საპარკინგო არეალებში თქვენისაცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოგიწიოთ რაიმე სახისგადასახადის გადახდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მთაწმინდის რაიონში სულ 596 პარკირების ადგილია განსაზღვრული. კერძოდ,ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს: მიტროფანე ლაღიძის,ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, პავლე ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას , მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს.
ვაზისუბანში 160 საპარკინგე ადგილი მოეწყობა ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე;
დიდ დიღომში 324 საპარკინგე ადგილი გამოიყოფა ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე;
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 160 ადგილი იქნება, ხოლო ბაგებში – ზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე 100 ადგილი გამოიყოფა. ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის 1 ივლისიდან შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში.
საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: პეტრე იბერის ქუჩა N24; ბესიკის ქუჩა N25 – ის მოპირდაპირედ; ტარას შევჩენკის ქუჩა N5;ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა N9; წყნეთის გზატკეცილი N49- ის მოპირდაპირედ; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N112; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N142; ოსიპ მანდელშტამის ქუჩა N3;ფარნავაზ მეფის გამზირი N1 ;ფარნავაზ მეფის გამზირი N35;

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება