fbpx

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტოგარემოს შექმნის მიზნით, მგზავრთა აქტიური ჩართულობის პროექტს იწყებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისბანკთან (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად, ახორციელებს ახალინიციატივას – „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაოადგილი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტისმთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის მეტროს და მუნიციპალურიავტობუსების სერვისი ყველა მგზავრისთვის და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონემომხმარებლებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდეს.„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გამოყოფილი საგრანტორესურსით და საკონსულტაციო კომპანია AeTs-ის გუნდთან აქტიურითანამშრომლობით, შემუშავდა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაინერგამოკვლევისა და მონიტორინგის სისტემა, რომელმაც მგზავრთა უსაფრთხოებისგაზრდა უნდა უზრუნველყოს. ამავე საკონსულტაციო კომპანიამ პროექტისმოსამზადებელ ეტაპზე, გამოიკვლია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისუსაფრთხოებისა და გადაადგილების სიმარტივესთან დაკავშირებულისაჭიროებები, რათა სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე, შშმპირებისთვის შეიქმნას შესაბამისი გარემო და სამომავლოდ საზოგადოებრივიტრანსპორტი გადაადგილების ხელსაყრელ პლატფორმად გადაიქცეს“, – განაცხადაკახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია მგზავრებმანებისმიერი ხარვეზი სატრანსპორტო კომპანიას თავად შეატყობინონ.„პროექტის – „ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემო“ წარმატებითგანხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მგზავრებთან აქტიურითანამშრომლობა, რათა თავად ჩაერთონ და სატრანსპორტო კომპანიასშეატყობინონ მგზავრობისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ. ამმონაცემების აღრიცხვა-დამუშვება პროექტის ფარგლებში შემუშავებულიაღრიცხვის მექანიზმის მეშვეობით მოხდება, ხოლო ინფორმაცია ხარვეზებისშესახებ გადაეცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის სამსახურებსადა სხვა უწყებებს. პროექტის მიზანია, მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურად

ჩაერთონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გარემოს შექმნის
პროცესებში. ასევე, გაიზარდოს მოტივაცია – დაიცვან, როგორც საკუთარი და სხვისი
უსაფრთხოება, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, შეტყობინებების დატოვება მგზავრებს კომპანიის ცხელ
ხაზზე: 032 2 93 44 44 შეეძლებათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება