fbpx

თბილისის მერმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა
გულედანთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP)
გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის
დირექტორს გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა.
შეხვედრაზე სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების
სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური
წყალსადენის დაზიანების შედეგად თბილისში შექმნილ წყალმომარაგების
პრობლემებზე და მათი ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს.
თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, მოსახლეობასთან
კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში ჰქონდეთ და საზოგადოებას დაზიანების აღდგენის,
ასევე, წყალმომარაგების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.
„მნიშვნელოვანია, დედაქალაქში სწრაფად აღდგეს წყალმომარაგება, იქამდე კი
მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია წყლის მიწოდების გრაფიკზე.
მუნიციპალიტეტი მზადაა, დავეხმაროთ GWP-ის, ტექნიკა იქნება თუ სხვა რამ,
რათა თბილისის მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს წყლის მიწოდება“, განაცხადა კახა კალაძემ.
GWP-ის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს დეტალური ინფორმაცია
მოაწოდეს თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად
ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზე.
კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის
აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და უკვე არსებული
გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება.
მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, 63 000 აბონენტთან დაწესებულია წყლის
მიწოდების სპეციალური რეჟიმი. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი
რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი
წყლით მომარაგდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება