თბილისის მერი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დიდუბის რაიონში, N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის
გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი, 2024-2025
სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
„მინდა, სწავლის დაწყება პატარებსა და მათ მშობლებს მივულოცო. N19 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც ვიმყოფებით, 250 აღსაზრდელზეა
გათვლილი. შენობა თანამედროვე სტანდარტებისაა. ჩვენი მიდგომები ნათელია – განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ყველა
დეტალს ყურადღება ექცევა, სერტიფიცირებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რა
პირობებშიც აღიზრდება მომავალი თაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ
კახა აბულაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N19 ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი, მისი ავარიულობის გამო, რამდენიმე წლის
წინ განახორციელა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა, სადაც უზრუნველყოფილია
