fbpx

თბილისის მერი, კახა კალაძე ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტრულ სამუშაოებს გაეცნო

პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე მონაკვეთს მოიცავს.

გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე მონაკვეთზე შესრულდება.

პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, გარდა ამისა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა საავტობუსე ზოლი და მოეწყობა ველობილიკი.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე საგზაო მონაკვეთში შეზღუდულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება