fbpx

თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

სოფიო ხუნწარია კახა კალაძის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა.

ხუნწარია, მერის მოადგილის რანგში, კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.

მანამდე ის კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სოფიო ხუნწარია 1999 წლიდან, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, მათ შორის ტელეკომპანიებში “იბერიასა” და “მზეში”, პროდიუსერად-ტელეკომპანია „იმედში”.

ხუნწარია იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი. 2006 წლიდან სარეკლამო კომპანია “ვინდფორსის” აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია “არტარეას”.

გაუზიარე!

Shares