fbpx

თბილისის მერია თამარ იარაჯულის ბრალდებას პასუხობს და დოკუმენტს აქვეყნებს

შშმ პირის დედამ თამარ იარაჯულმა თბილისის მერია დაადანაშაულა რომ მისთვის პრემიერის მიერ გამოყოფილ მიწაზე,სადაც უნდა აშენებულიყო სარეაბილიტაციო ცენტრი ,,პეგასი ,,მშენებლობის ნებართვა არ გასცეს და ამიტომ იძულებული გახდა მიწა ეკონომიკის სამინისტრისთვის გადაეცა,იარაჯულის ბრალდებას უპასუხა მერიის არქიტექტურის სამსახურმა –

თბილისის არქიტექტურის სამსახური  · -აქალბატონო თამარ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წელს მიმართეთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად ორჯერ. პირველ ჯერზე (04.03.2019) უარის მიზეზი იყო გაუნაშენიანებელი ტერიტორია, რომელიც საჭიროებდა გრგ-თი განვითარებას.იმავე თვეში კვლავ მოგვმართეთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებზე და ვინაიდან გრგ-ს დამუშავება დიდ დროსთან იქნებოდა დაკავშირებული, სწორედ ასაშენებელი შენობის ფუნქციიდან გამომდინარე, 05.04.2019-ში მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება და დავამტკიცეთ 01.14.01.001.184 საკადასტრო კოდზე სარეაბილიტაციო ცენტრის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.მას შემდეგ არქიტექტურის სამსახურში აღარ შემოსულა არქიტექტურული პროექტი შესათანხმებლად.აღნიშნულის შესახებ გვინდოდა ბატონ ნოდარ მელაძის Nodar Meladze ინფორმირებაც, მაგრამ, სამწუხაროდ მის ფეისბუკის გვერდზე კომენტარის ველი გაუქმებულია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება