fbpx

“ბრალდებულო” ცერცვაძე “დაზარალებული”გოგაშვილი მზადაა შესახვედრად-სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, აქვეყნებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის პასუხის სქრინს და წერს:

“გამომეხმაურა 4-დან ერთი.

კარგია ეს, თუ გამბედაობაა და არა სხვა რამე…

დარტანიანი 2 წელია სათოფეზე არ მეკარება და ის ორი მუშკეტერი ამ კუთხით დუმს. ჯერჯერობით

“ბრალდებულო” ცერცვაძე “დაზარალებული”გოგაშვილი მზადაა შესახვედრად. (ორჯერ აცრილი, კოვიდგადატანილი და ბუსტერის მოლოდინში მყოფი). კარგად მომზადებული, მოკლული ოჯახის წევრების, თუ უცნობი ადამიანების ინტერსების დამცველის ფუნქციით.

ეპიდემიის მართვის პერიოდში გარკვეულ პირთა ჯგუფების მიერ ჩადენილი მთელი რიგი მძიმე დანაშაულების მტკიცებულებათა დასტით.

შეხვედრის ორი ფორმაა- ღია, საჯარო, სადაც, თუ გსურთ ის ორიც დაისწარით, (მთავარი იმალება) ან დახურული. რადგან თქვენ არ ძალგიძთ და ვერ უზრუნველყოფთ შეხვედრის უსაფრთხო გარემოს, ამიტომ ადგილს მე შევარჩევ ყველა შემთხვევაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება