თბილისის მერიამ ლისის ტბის მიმდებარედ სახელმწიფო მიწების მიტაცების ფაქტი აღკვეთა

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ,სატყეო ზონაში სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხისფაქტების აღსაკვეთად სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებს.ღონისძიების ფარგლებში, დემონტაჟი განხორციელდება სატყეო ზონაშიმიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების. ასევე, მიწის მოჭრისა დახეების დაზიანების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.ღონისძიების შედეგად, არსებული სატყეო ზონა და უნიკალური ფიჭვნარიშეუნარჩუნდება დედაქალაქს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება