თბილისის მერიამ კიდევ ერთი სპორტული ცენტრი ააშენა

თბილისის მერიამ სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი სპორტული ცენტრი ააშენა, რომელიც ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმაკახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზეგანაცხადა.მისი თქმით, ცენტრში განთავსებულია დიდი სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ასევე, სატრენაჟორო დაფიტნეს დარბაზები, საშხაპეები და გასახდელები.„მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიაზე ადრე ფუნქციონირებდა სპორტული დარბაზი. თავდაპირველად მის რეაბილიტაციას ვფიქრობდით, თუმცა დეტალური შესწავლის შემდეგ ვნახეთ, რომ ის რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ასევე, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.გადავწყვიტეთ მისი დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება“, განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ცენტრით სარგებლობის მსურველთა რეგისტრაცია მალე დაიწყება. „აღნიშნული ცენტრის მშენებლობა-აღჭურვა დასრულებულია და ვიწყებთ მსურველთა რეგისტრაციას. პირველ ეტაპზე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება კალათბურთისა და ფიტნესის მიმართულებით, სამომავლოდ კი დაემატება ფრენბურთის მიმართულებაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება