თბილისის მერიამ ბოლო წლებში სკოლამდელი განათლების მიმართულება მილიარდ ნახევარი ლარით დააფინანსა

„სკოლამდელი განათლების მიმართულება ძალიან პრიორიტეტული დამნიშვნელოვანია ჩვენთვის და ის, მთლიანობაში, მილიარდ ნახევარი ლარით დაფინანსდა“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამდღეს დედაქალაქის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოპერირებას უწევს 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღს, სადაც რეგისტრირებულია 60 000აღსაზრდელი.„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომ ბაღებში თანამედროვე სტანდარტისთვის მიგვეღწია, ამიტომ აქტიურად დავიწყეთ ახალი ბაღების მშენებლობა, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ძველისგან და ყველა იმ საჭირო ინვენტარს მოიცავს, რაც თანამედროვე ბაღს სჭირდება. ამ წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 26 საბავშვო ბაღის ახალი შენობა; სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ჩაუტარდა 14 ბაღის შენობას; 8 ბაღში ჩატარდა სრულყოფილი სარემონტო სამუშაოები; დაიწყო და მიმდინარეობს 6საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და 2 ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დედაქალაქში არსებული ყველა საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტს არ დააკმაყოფილებს.მისივე თქმით, გარდა ინფრასტრუქტურული მიმართულებისა, სააგენტო მუშაობს სერვისის ხარისხის ამაღლებაზეც.„ბაღებში უკვე დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი HACCP; დაინერგა ვიდეოსამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები; ყველა ახალ ბაღში ლიფტებია შშმ პირთათვის; დაინერგა ავეჯის განთავსებისა და რესურსული მასალების ხარისხის კონტროლის სტანდარტი“, – განაცხადა მერის მოადგილემ.გარდა ამისა, ანდრია ბასილაიას თქმით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვისსააგენტო ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელთა შორისაასაზაფხულო ბაღები, რომლის რაოდენობა გაიზარდა 40-იდან 55-მდე და პროექტით სულ 20 000 აღსაზრდელი სარგებლობს. ამასთან, მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილმა 1 000-ზე მეტმა ბავშვმა 3 სპეციალიზებულ ბაღში მიიღო სკოლამდელი განათლებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება