fbpx

თაღლითები მსხვილი ბანკების საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის შეთავაზებით ფულს ითვისებენ

პრეს-რელიზი

ეს საინფორმაციო სტატია არ არის სარეკლამო ხასიათის და შეიცავს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს ან განმარტებებს კიბერუსაფრთხოების შესახებ მსოფლიოსა და საქართველოში

თბილისი, 25 ნოემბერი. „კასპერსკის ლაბორატორიის“  ექსპერტებმა შეისწავლეს პოპულარული თაღლითური სქემა, რომელშიც კიბერკრიმინალები ბაძავენ მსხვილი რუსული ბანკების საინვესტიციო პროექტებს. ისინი ავრცელებენ ყალბ რესურსებს, სადაც სთავაზობენ წვდომას სხვადასხვა კომპანიების  აქციებში ინვესტირების პლატფორმაზე.

ექსპერტებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა ვარიანტები  ასეთი რესურსებისთვის. ზოგიერთზე თავდამსხმელები ირწმუნებიან,  რომ შესაძლებელი  წელიწადში 50% -მდე შემოსავლის მიღება, ზოგზე ისინი ცდილობენ მოხიბლონ მომხმარებელი აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბაზრებზე პირდაპირი წვდომით. ზოგიერთ შემთხვევაში, თაღლითები სთავაზობენ კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობას, რომელიც დაეხმარება  მათ პირველი გარიგების  გაფორმებაში.  მაგრამ აღმოჩნდა , რომ  ეს ყველაფერი ყალბია.

საინვესტიციო პლატფორმაზე წვდომისთვის მოგიწიათ მცირე ტესტის გავლა, მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგალითად, „როგორ მართავთ თქვენს დანაზოგს?“  ან  „გაქვთ ფინანსური ვალდებულებები?“ როდესაც ადამიანი პასუხობს, მას  პარალელურად უჩვენებენ ყალბ  სარეკლამო ბანერებს,  სადაც პირდებოდნენ 100-150 ათასამდე  ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სამ მილიონ რუბლამდე გადახდას.

ტესტის ჩაბარების შემდეგ ადამიანს სთხოვდნენ შეეყვანა  პერსონალური მონაცემები (სახელი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) —  ვითომ შემდგომი კომუნიკაციისთვის. მაგრამ, სავარაუდოდ, თავდამსხმელები  ასე აგროვებენ მონაცემებს, რათა შემდეგ გაყიდონ ან გამოიყენონ სხვა სქემებში. ადამიანს მართლაც შეიძლება დაურეკონ საინვესტიციო ანგარიშის გახსნის წინადადებით, მაგრამ საუბრის დროს ისინი ცდილობენ დაარწმუნონ მსხვერპლი, რომ გარკვეული თანხის გდარიცხვაა  აუცილებელი  თავდამსხმელთა ანგარიშზე.

„თაღლითები ძალიან კარგად იყენებენ სოციალური ინჟინერიის მეთოდებს. ისინი ფაქტიურად აიძულებენ მომხმარებლებს წამყვანი კითხვების დასმით იფიქრონ იმაზე, თუ როგორ განკარგავენ მიღებულ თანხას. ისინი  მაშინვე გვთავაზობენ, რომ ასეთი მარტივი ფულით შეგიძლიათ გადაიხადოთ სესხი ან იყიდოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით“, – განმარტავს „კასპერსკის ლაბორატორიის“  უფროსი კონტენტ- ანალიტიკოსი ტატიანა შჩერბაკოვა.

კომპანიის ექსპერტების მიერ აღმოჩენილი  რესურსები განსხვავდებიან   ბანკის სახელწოდებით  და ფერთა გამით, მაგრამ ამავე დროს ისინი თითქმის იდენტურები არიან  შინაარსით. ეს შეიძლება ირიბად მიუთითებდეს, რომ ისინი შეიქმნილი არის  კიბერკრიმინალთა ერთიდაიგივე  ჯგუფის მიერ ან  მზა შაბლონებით, ე.წ. ფიშ-კიტებით, რომლებიც  იყიდებაიან  ჩრდილოვან საიტებზე.

იმისათვის, რომ არ მოხვდნენ თაღლითების სატყუარაში, ექსპერტები ურჩევენ მომხმარებლებს არ მიჰყვნენ  საეჭვო ბმულებს ფოსტიდან, შეტყობინებების,  მყისიერი მესინჯერების  და SMS-ებიდან, თუნდაც ისინი მეგობრის მიერ გამოგზავნილნი იყვნენ.  გახსოვდეთ, რომ თუ შეთავაზება ძალიან მაცდურად ჟღერს, მაშინ სავარაუდოდ, ის  ყალბია; გამოიყენეთ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას შეხვიდეთ ფიშინგურ ან თაღლითურ საიტზე; თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ამა თუ იმ აქციაში, უპირველეს ყოვლისა  შეამოწმეთ კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე, ნამდვილად ატარებს თუ არა ის ამ აქციას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება