fbpx

თამთა მეგრელიშვილი: ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ $ 420,000 გაიყიდა ქართული სახელმწიფოს მთავარი ინტერესები – პოლიტიკური სტაბილურობა და ქვეყანაში მშვიდობა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი Fara-ზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის გასული 6-თვიანი საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.

მეგრელიშვილის თქმით, ტელეკომპანია „ფორმულა“ მოქმედებს დესტრუქციული მიზნებით და ეს მიზანმიმართული ქცევა ყოველ ჯერზე ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს.

„ტელეკომპანია “ფორმულა” რომ პოლიტიკური მოთამაშეა, პარტიული ინტერესების გამტარი სუსტი, მაგრამ მაინც მედია ძალაა ამაზე აღარავინ კამათობს.
აღნიშნული აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის (სექტემბერი 2023 – თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციითაც დადასტურდა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია “ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.”ფორმულას“ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჯეიმსთაუნის ფონდის, ბრუკინგსის, ჰადსონის ინსტიტუტის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
სავარაუდოდ ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლებმა მიკერძოებული გზავნილები გააჟღერეს სენატის და კონგრესის თანამშრომლებთან.
აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს ($420,000).
ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ $ 420,000 გაიყიდა ქართული სახელმწიფოს მთავარი ინტერესები. კერძოდ, პოლიტიკური სტაბილურობა და ქვეყანაში მშვიდობა.
ფაქტია, ტელეკომპანია ფორმულა მოქმედებს დესტრუქციული მიზნებით და ეს მიზანმიმართული ქცევა ყოველ ჯერზე ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს.“- წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება