fbpx

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: რატომ ინარჩუნებს ოპოზიციური სპექტრი დუმილს ლგბტ პროპაგანდაზე? პასუხი მარტივია, ისინი ვერ ბედავენ შეეწინააღმდეგონ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს და მათ პატრონებს, რომელთაგანაც კონკრეტულ დირექტივებს იღებენ

“დასმულ კითხვაზე – რატომ ინარჩუნებს ოპოზიციური სპექტრი დუმილს? პასუხი მარტივია, ისინი ვერ ბედავენ შეეწინააღმდეგონ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს და მათ პატრონებს, რომელთაგანაც კონკრეტულ დირექტივებს იღებენ,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, ოპოზიციის დუმილზე, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ფსევდოლიბერალური კამპანიის წინააღმდეგ.

მეგრელიშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდი მაინც მოახერხებს კანონპროექტის კანონად ქცევას და ქართულ სახელმწიფოში შეიზღუდება ლგბტ პროპაგანდა, რომელიც ფერად ისტერიად იქცა, ხოლო ოპოზიციური სპექტრი კი ამ თემაზე დუმილით ამორალურობის ხელშემწყობ ძალად დარჩება.

„ფლორიდის საკანონმდებლო ორგანომ წარადგინა 11 კანონპროექტი, რომელიც LGBTQ თემის უფლებებს ეხება, მათ შორის, შტატის მასშტაბით საჯარო დაწესებულებებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში „პრაიდის“ დროშების აკრძალვას.
ნეტა ამ მნიშვნელოვან საკითხს იქაც არ იმჩნევს ოპოზიციური ძალა თუ ეს მხოლოდ ქართული ნოუ- ჰაუა?!
სახელისუფლებო გუნდმა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.
ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტადაც მმართველი გუნდი მარტო მუშაობს, მას არ უერთება არცერთი ოპოზიციური ძალა.
ისინი ამ საკითხზე კომენტარსაც კი ვერ აკეთებენ.
დასმულ კითხვაზე – რატომ ინარჩუნებს ოპოზიციური სპექტრი დუმილს? პასუხი მარტივია, ისინი ვერ ბედავენ შეეწინააღმდეგონ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს და მათ პატრონებს რომელთაგანაც კონკრეტულ დირექტივებს იღებენ.
სახელისუფლებო გუნდი მაინც მოახერხებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას და მოვახერხებთ ქართულ სახელმწიფოში შევზღუდოთ ლგბტ პროპაგანდა რომელიც ფერად ისტერიად იქცა.
მოვახერხებთ დავიცვათ ზღავრგადასული ლიბერალიზმისაგან ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები და ფასეულობები და არ შევუერთდებით მსოფლიოს სოციალურ სიგიჟეს შეცვალოს უფლის მიერ დადგენილი კანონზომიერება.
ოპოზიციური სპექტრი კი ამ თემაზე დუმილით ამ ამორალურობის ხელშემწყობ ძალად რჩება“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება