fbpx

დავით ქართველიშვილი ოპოზიციის დუმილზე ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით: “კრავთა დუმილი” და შიში, რამეთუ ჩვენი შეკითხვები გააზრებული აქვთ, ხოლო საკუთარი პასუხები კოშმარული სიზმრების კატეგორიისაა

“ძალიან მარტივი კითხვები უნდა დავუსვა ამ {ლგბტ} პროპაგანდის ლატენტურ მიმდევრებს. მერე ყველაზე ორიგინალურ პასუხებს ბანერებზე დავიტანდი, შემეცნებით და საარჩევნო კლიპებს გამოვუშვებდი და საკონსტიტუციო უმრავლესობას დიდი ძალისხმევის გარეშე მოვიპოვებდი შემოდგომაზე,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ოპოზიცია “ცუდი რომ არის ლგბტ პროპაგანდა ამაზე ვერ სცემენ პასუხს, იცით რატომ?! იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ თავისი პატრონების”

ქართველიშვილის თქმით, ოპოზიცია დუმს, რადგან შეკითხვები გააზრებული აქვთ, ხოლო მათი პასუხები კოშმარული სიზმრების კატეგორიისაა.

„ძალიან მარტივი კითხვები უნდა დავუსვა ამ პროპაგანდის ლატენტურ მიმდევრებს. მაგალითად ესეთი – თქვენს ოჯახში მშობელთა ნუმერაციის მიხედვით თქვენ რომელ ადგილზე ხართ? ქალ-ვაჟი მყავსო ერთხელ გითქვამთ, და თქვენი გენდერულად ნეიტრალური შვილების მაგივრად ამას თამამად რატომ აცხადებთ – არ გეშინიათ? სქესის შეცვლის ნებართვას ხომ მისცემთ თქვენს შვილებს, რამე რომ იყოს? ამის აუცილებლობის დარწმუნებაში ხომ დაეხმარებით?
ნიდერლანდებისა და შვეიცარიის მსგავსად, ინცესტის გარკვეული სახეობების ლეგალიზაციაზე რა აზრისა ბრძანდებით? ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში, ეთანხმებით თუ არა, პედოფილიის ისეთი შემთხვევების დეკრიმინალიზაციას, სადაც ინტიმური კავშირი დგება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ურთიერთპრეტენზიების გარეშე? რას ფიქრობთ ქართულ სპორტში ტრანსგენდერების კვოტირებაზე? და სხვა უამრავი სხვა – საინტერესო და თანამედროვე შეკითხვები…
მერე ყველაზე ორიგინალურ პასუხებს ბანერებზე დავიტანდი, შემეცნებით და საარჩევნო კლიპებს გამოვუშვებდი და საკონსტიტუციო უმრავლესობას დიდი ძალისხმევის გარეშე მოვიპოვებდი შემოდგომაზე. ამიტომაც გვაქვს “კრავთა დუმილი” და შიში, რამეთუ ჩვენი შეკითხვები გააზრებული აქვთ, ხოლო საკუთარი პასუხები კოშმარული სიზმრების კატეგორიისა“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება