„კანვასი – რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. მისივე თქმით, კანვასი ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა – რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა და ამ პროცესში მისი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდებია. „კანვასი – რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა! ბელორუსია, ირანი და ვენესუელა ორგანიზაცია “კანვასს” რევოლუციების ექსპორტ-იმპორტში პირდაპირ ადანაშაულებს. თავის მხრივ “კანვასი” არ უარყოფს, რომ მისი საქმიანობა “არაძალადობრივ რევოლუციებს” უკავშირდება, თუმცა მის ექსპორტს სხვა ქვეყნიდან ადასტურებს. 2011 წელს ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა გატეხა ამერიკული სადაზვერვო სპეცსამსახურის Stratfor-ის კომპიუტერული ქსელი და “კანვასსა” და მათ შორის პირდაპირი კავშირის ამსახველი დოკუმენტაცია (მიმოწერა) WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა. ამით კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა “კანვასის”, როგორც ორგანიზაციის მიზანსა და მისიას დაგეგმოს და აწარმოოს რევოლუციური პროცესები ამის დამკვეთ ქვეყნებში. რომ იცოდეთ “კანვასი” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში![]()
P.S. კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იკითხება და იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა – რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა, ამ პროცესში კი მთავარი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდები არიან,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.