“ხვალ ჩვენ, ქართველი ხალხი და სხვათა შორის, მსოფლიოც (მსოფლიო არ არის, მარტო ლობისტების, საღად მოაზროვნე ევროპა და ამერიკაც არსებობს, სადაც ყველაფერს კარგად ხედავენ) დაინახავს, პარლამენტში ვის უჭირავს ხალხის მანდატი, იმას, ვისაც (მაპატიეთ, ამ სიტყვაზე) ფეხებზე კიდია საქართველოს კონსტიტუცია მისი პრეზიდენტის მსგავსად? თუ იმას, ვინც პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, შეიძლება მხარს არ უჭერს სახელისუფლო პოლიტიკას, თუმცა პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუცია“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში „პოლიტიკურ პოსტი“ ისაუბრა.
ჩიბურდანიძის თქმით,ხვალ ქართველი ხალხი და მსოფლიო დაინახავს, რამდენი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ზის საქართველოს პარლამენტში.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ ხვალ არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატების საჯარო განხილვის დღე. ხვალ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღე არ არის. ხვალ სათითაოდ, სახელით და გვარით გაიშიფრება ყველა დეპუტატი. რით გაიშიფრებიან? ვინ აღიარებს საქართველოს უზენაეს კანონს, ვინ სცემს პატივს კონსტიტუციას.
სალომე ზურაბიშვილი აქ არაფერ შუაშია. ჩემთვის, პირადად ეს თემა დამთავრდა. ის დაადანაშაულეს და უკვე ბრალდებული პრეზიდენტია, ჩემთვის აღარ არსებობს, როგორც პრეზიდენტი. თუკი, ის დარჩა ხვალინდელი დღის შემდგომ, მას შეიძლება ვუწოდოთ ე.წ. პრეზიდენტი.
ხვალ ჩვენ, ქართველი ხალხი და სხვათა შორის, მსოფლიოც (მსოფლიო არ არის, მარტო ლობისტების, საღად მოაზროვნე ევროპა და ამერიკაც არსებობს, სადაც ყველაფერს კარგად ხედავენ) დაინახავს, პარლამენტში ვის უჭირავს ხალხის მანდატი, იმას, ვისაც (მაპატიეთ, ამ სიტყვაზე) ფეხებზე კიდია საქართველოს კონსტიტუცია მისი პრეზიდენტის მსგავსად? თუ იმას, ვინც პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, შეიძლება მხარს არ უჭერს სახელისუფლო პოლიტიკას, თუმცა პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციას. აი, ამ ორ არჩევანს შორის ექნებათ ხვალ მათ არჩევანი. ერთ ხელში ეჭირებათ საქართველოს კონსტიტუცია და მეორეში – საკუთარი მანდატი, თუ ეჭირებათ მხოლოდ საკუთარი მანდატი, რომელიც იქნება ქართველი ხალხისგან დაუმსახურებელი. ამ უღირსი მანდატით დარჩებიან ისინი ხვალ, ვინც თითს არ დააჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამაზეა საუბარი – საკონსტიტუციო სასამართლოს გაწყვეტილების, კონსტიტუციის უპირობოდ ცნობის შესახებ. დეპუტატი, რომელიც ამას ხმას არ მისცემს, იქნება უღირსი მანდატის მქონე უღირსი დეპუტატი. ამიტომ ვამბობ, რომ ხვალინდელი დღე არ არის საქართველოს პრეზიდენტის. ხვალინდელი დღე არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატების დღე, მათი სახეების დანახვის დღე. ჩვენ დავინახავთ, რამდენი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ზის საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.