fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილს და მის ლობისტებს დაავიწყდათ ერთი უმთავრესი რამ, რომ არჩევნებს ატარებს ქართველი ხალხი და არა მსოფლიო საზოგადოება

„მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ უკვე ღიად არის დიდი ნეგატივი ქართულ პოლიტიკაში“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნების ბედს წყვეტს ქართველი ხალხი.

„სალომე ზურაბიშვილმა აღიარა ის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მის დამკვეთებს სურთ, მისი ქოლგის ქვეშ შემოკრებილნი იყვნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და ისიც არაერთხელ ავხსენით რატომ – იმიტომ, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ უკვე, ღიად არის დიდი ნეგატივი ქართულ პოლიტიკაში.

ამ ნეგატიურ იმიჯის ხსენებას და წინა პლანზე გამოტანას გაურბიან დამკვეთები, დამფინანსებლები, უცხოეთიდან მათი ლობისტები, სადაც იწერება ეს სცენარი.

აქედან გამომდინარე, მათ იპოვეს „ვითომ საუკეთესო“ ვარიანტი პრეზიდენტი, რომელსაც შეუქმნეს იმიჯი არა საქართველოში, არამედ – საერთაშორისო იმიჯი და ჩვენ ვხედავთ ლამის ყოველ თვეში იგი სხვადასხვა მედია საშუალებებით საუბრობს.

მაგრამ, სალომე ზურაბიშვილს და მის ლობისტებს დაავიწყდათ ერთი უმთავრესი რამ, რომ არჩევნებს ატარებს ქართველი ხალხი და არა მსოფლიო საზოგადოება. საქართველოში არჩევნების ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. ის, რასაც ის საუბრობს უცხოეთში მედია საშუალებებში არ მუშაობს ქართველ ელექტორატზე, პირიქით მუშაობს ძალიან ნეგატიურად, ვნახეთ, რაც მან იკადრა პატრიარქის შესახებ და ა.შ.

რაც შეეხება, მის პოლიტიკურ ქოლგას, ის ცისარტყელასავით ფერადია, აშკარად ჭრელია და ვერ მოხერხდება ოპოზიციის გაერთიანება მის ირგვლივ ძალიანაც რომ ეცადოს, რადგან ოპოზიცია გაერთიანებულია ერთადერთი კაცის ირგვლივ და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. მე უკვე ვთქვი, რომ ეს ოპოზიციური ცარცის წრე უკვე შეიკრა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ და ახლა იმის გათეთრება, რომ სააკაშვილი ჩაანაცვლონ ზურაბიშვილით, რომ ხალხისთვის ნაკლებად ნეგატიური სახე იყოს და ამომრჩეველი მოატყუონ, ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება