fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: პარადოქსია, რომ ნაცმოძრაობა, რომელმაც გააგრძელებინა რუსეთს ოკუპაცია საქართველოში, იმ ხელისუფლებას ემუქრება, რომელმაც რუსული ოკუპაცია პირველმა შეაჩერა ქვეყანაში

საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში ოპოზიციის გამოჩენას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე წერს, „ნაცმოძრაობის“ და მის ირგვლივ შემოკრებილი მთლიანი ოპოზიციის გურლწრფელობაში ქართველ ხალხს ეჭვი ეპარება. აქვე, „ხალხის ძალის“ წევრი ამბობს, რომ საქართველოს ოკუპაცია დღემდე გრძელდება იმ ტერიტორიებით, რომელიც უკვე მითვისებული ჰქონდა რუსეთს და ნაციონალური მოძრაობის მუქარა იმის შესახებ, რომ ოკუპაციის გაგრძელება ხელისუფლების ბრალია, პარადოქსულად ჟღერს.

„თორმეტი წლის წინ ნაცმოძრაობასთან კოჰაბიტაცია უცხოეთის მოთხოვნა იყო. ხელისუფლება როგორც ჩანს, გაუფრთხილდა პარტნიორულ ურთიერთობებს და ასევე სურდათ, საქართველოში 90-იანი წლებიდან დაწყებული პოლიტიკური შურისძიების ეპოქა დასრულებულიყო. ეს სწორი სტრატეგია იყო ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ხელისუფლების სახელმწიფოებრივი აზროვნება ნაცმოძრაობამ მტრულად გამოიყენა. დღეს კი, მათ მტრულ პოლიტიკას მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციური პარტიები იზიარებენ.

პარადოქსია, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ნაცმოძრაობის ლიდერები, რომლებმაც გააგრძელებინეს რუსეთს ოკუპაცია საქართველოში 2008 წელს, იმ ხელისუფლებას ემუქრებიან, რომელმაც რუსული ოკუპაცია პირველმა შეაჩერა ქვეყანაში. საქართველოს ოკუპაცია დღემდე გრძელდება იმ ტერიტორიებით, რომელიც უკვე მითვისებული ჰქონდა რუსეთს.

ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევაა, რომ რუსეთის ოკუპაციის გაგრძელების შეჩერება შეძლო „ქართულმა ოცნებამ”. ეს დიდი მიღწევაა, საიდანაც შეიძლება დაიწყოს ზრუნვა დეოკუპაციაზე. რაც შეეხება ნაცმოძრაობის და მის ირგვლივ შემოკრებილი მთლიანი ოპოზიციის პოზირებას კოჯორში, იუნკრების საფლავთან, მათი ყალბი სიტყვების არ სჯერა ქართველ ხალხს. ეს ბევრჯერ დაამტკიცეს და წელს, საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება