fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: ვიდრე უკრაინაში, თუნდაც ერთ ტყვიას ისვრიან, ერთი ჯარისკაცი ან ერთი ტანკი დგას, მანამდე იქნება საქართველოში ომის დაწყების საფრთხე

„მინდა ვუთხრა საზოგადოებას და ხალხს – საქართველოში ძირითადი საფრთხე გადავლილია, ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ საფრთხე არ არის ბოლომდე ამოწურული. სანამ უკრაინაში არის ომის, საფრთხე რჩება საქართველოშიც,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ხალხის „ძალის წევრმა“ თამარ ჩიბურდანიძემ. როგორც მან აღნიშნა, ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ დგას საფრთხის წინაშე, დასტურდება „ხალხის ძალის“ ხელთ არსებული ფაქტებით, ინფორმაციითა და მტკიცებულებებით.

„რამდენიმე ჟურნალისტის პოსტი წავიკითხე, რომლებიც „ხალხის ძალაზე“ ქილიკობენ, რომ თურმე „ხალხის ძალა“ კიდევ იმ რიტორიკით საუბრობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდოდათო. დიახ, უნდოდათ, უნდათ და ენდომებათ კიდეც ომი მანამ, ვიდრე უკრაინაში, თუნდაც ერთ ტყვიას ისვრიან, ერთი ჯარისკაცი ან ერთი ტანკი დგას, მანამდე იქნება საფრთხე საქართველოში ომის დაწყების. მინდა ვუთხრა საზოგადოებას და ხალხს – საქართველოში ძირითადი საფრთხე გადავლილია, ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ საშიშროება არ არის ბოლომდე ამოწურული. სანამ უკრაინაში არის ომი, საფრთხე რჩება საქართველოშიც, ვიდრე უკრაინის ხელისუფლებში არის ზელენსკის მთავრობა, რომელიც მფარველობს პოლიტიკურ ტერორისტებს (პოლიტიკური ტერორისტები არიან სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია), სანამ ისინი ესარჩლებიან საქართველოში ამ პოლიტიკურ გუნდს და მთელს ოპოზიციას (გუშინ უკვე მიგვითითეს, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში ახალ პოლიტიკურ მოძრაობას) და ა.შ. მანამდე საქართველოში კიდევ უფრო დიდი საფრთხე იქნება.

რა დღეში იქნებოდა დღეს საქართველო, რომ არ ყოფილიყო გონიერი ხელისუფლება და რომ არ ვყოფილიყავით ჩვენ. მინდა იმ ჟურნალისტებს ვუთხრა, რომ „ხალხის ძალამ“ კი არ მოიგონა, „ხალხის ძალას“ აქვს მტკიცებულებები, ფაქტები, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე, უნდოდათ საქართველოს ჩართვა მეორე ფრონტში, უნდოდათ საქართველოს ფიზიკური განადგურება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოში ამ ფაქტების გამომზეურება დაგვჭირდეს, არ მინდა ასეთი სიტუაცია დადგეს, ჩვენ უამისოდაც მივალთ გამარჯვებამდე,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება