fbpx

დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო!

საახალწლო განათებებითა და ილუმინაციებითაა მორთული დაბა ადიგენის ქუჩები და ცენტრალური სკვერი. ილუმინაციების ნაწილი ადიგენს, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საჩუქრად გადაეცა.

ნაძვის ხის ანთებას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ მიულოცა.

„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერების და წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.ტრადიციულად ახალი იმედებით, სურვილებითა და მოლოდინით ვხვდებით ახალ წელს და მჯერა, რომ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისა თუ იდეის განხორციელებას შევძლებთ ერთად მომავალი წლის განმავლობაში“- მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებს.
დაბაში არსებული მთავარი ნაძვის ხის ანთება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

საახალწლო კონცერტი დაბა ადიგენში 1-ელ იანვარს, 14:00 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამით გაგრძელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება