,, აღქმების, მისკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება და ძალიან ხაზგასმით ვთქვა, რომ ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თითქოსდა კანონს ემორჩილება მხოლოდ 1 პროცენტი. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1 პროცენტზე ნაკლები. ამით შევწყვიტოთ რიცხვებზე და შიშებზე მანიპულაციებით საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ თემებზე.’’ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.