fbpx

ზურა ვიცი, რომ ამ პოსტს წაიკითხავ და გთხოვ, მესტიაში ჩატარებული ბინძური ოპერაციის შესახებ ისაუბრე-გოჩა ჭელიძე

მესტიის ყოფილი გამგებელი გოჩა ჭელიძე ზურა ადეიშვილს მიმართავს:

ვინც ძალიან კარგად მიცნობს ზუსტად გამიგებს!!!

უკრაინის დედაქალაქში, კიევში ზურა ადეიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების ნაწილში დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი. ბევრი ბედნიერია, ბევრი „აღშფოთებული“ და ბევრი კიდევ შეფარული სიხარულის ნიშნებს ამჟღავნებს.

ხმამაღლა ვაცხადებ. მე ეს არ მომწონს!!!

სრულიად გულწრფელად ვამბობ: მესტიაში ჩემი გამგებლად მოღვაწეობის პერიოდში პირადად ზურას ზემო სვანეთის განვითარებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის და ამის დავიწყება არ შეიძლება!!! ამავე დროს ჩემი გამგებლობის დროს მოხდა პოლიციური ღონისძიების გატარება, რასაც მოჰყვა მესტიელების, მათ შორის ჩემი აღმზრდელის!!! მესტიის პირველი საშუალო სკოლის დირექტორის დაპატიმრება!!!

ამ ღონისძიების შემდეგ განაწყენებული ოჯახები დღემდე არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ამ ამაზრზენი ფაქტის მომფიქრებლებს, დამგეგმავებს და შემსრულებლებს ღმერთი ან შეუნდობს ან არა!!!!!!

ამ შემაძრწუნებელი ამბიდან მალე დავტოვე მესტიის გამგებლის თანამდებობა – არ იფიქროთ თანამდებობას მივტიროდე და ამის გამო – მესტიიდან თბილისში მომავალმა ძალიან შორს გამიზნულ და საშიშ პროვოკაციაში ნებით თუ უნებურად ჩაბმულ ზურა ადეიშვილს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე – გარანტირებული თანმდევი მოვლენების მიუხედავად, შეხვედრის ერთადერთი მიზანი ძალიან დაძაბული საუბარი და საჭიროებიდან გამომდინარე მისი ცემაც კი იყო – მან კარგად იცის მიზეზი!!!.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირობა მომცა, ეს შეხვედრა არ შედგა. ამას დღემდე განვიცდი და დღეს, დღეს პირველად ვამბობ: ზურას რომ მაშინ ჩემთან შეხვედრა გადაეწყვიტა, იქ მომხდარი ამბავი არაფერი იქნებოდა იმასთან შედარებით, რაც დღეს ხდება: არც ნამდვილად დიდი დამსახურების მქონე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იჯდებოდა ციხეში და არც მას არავინ დაედევნებოდა უკრაინის დედაქალაქ კიევში სამარცხვინოდ პანღურით საცემად.

ზურა ვიცი, რომ ამ პოსტს წაიკითხავ და გთხოვ: მესტიაში ჩატარებული ბინძური ოპერაციის შესახებ ისაუბრე, სრული სიმართლე თქვი. ასევე ამ პროცესში მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების და მაშინდელი ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების როლს გაუსვი ხაზი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება