fbpx

ბოლნისის ეპარქია დღეს მეუფე ეფრემის ანგელოზის დღეს აღნიშნავს

ბოლნისის ეპარქია დღეს მეუფე ეფრემის ანგელოზის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით,
სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
საზეიმო წირვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე დავით შერაზადიშვილმა პირადად მიულოცა.
„მსურს, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს ანგელოზის დღე მივულოცო. ყოველი
ბოლნისელი ამაყობს მეუფე ეფრემით, რადგან სწორედ მისი დაუღალავი შრომის
დამსახურებაა ჩვენი ეპარქიის სულიერი გაძლიერება. მეუფე ეფრემის ცხოვრება და
მოღვაწეობა ესაა ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებისა და პრაქტიკაში
განხორციელების ნათელი მაგალითი. მეუფემ უკვე დიდი კვალი დატოვა ბოლნისის
სულიერ და სეკულარულ ცხოვრებაში. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი
მეუფე ბოლნისისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ!“, – განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება