fbpx

ზურაბ ქადაგიძე: ჩვენს “ეროვნულ-ლიბერ-NGO”-წარმომადგენლებს არ მოსწონთ ევროპული სასამართლო, ფსკერს ქვემოთ რომ ხართ ვერ ატყობთ?

„როგორ გაბედეთ და თამთა მიქელაძის მოსაწონი საქციელი არ ჩაიდინეთ? მაგას რუსთავი2-ის საქმეც არ მოეწონა ჰო? ალბათ სააკაშვილზე დადებულ დასკვნებზეც პრეტენზია ექნება- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამთა მიქელაძის ფეისბუქ სტატუსის შესახებ წერს, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა.

ქადაგიძის თქმით, “ეროვნულ-ლიბერ-NGO”-წარმომადგენლებს ევროპული სასამართლო არ მოსწონთ.

„კაი, ნუ გამაგიჟებთ ახლა…
რას კადრულობ სტრასბურგიიი, ვერ გევიგე….
როგორ გაბედეთ და თამთა მიქელაძის მოსაწონი საქციელი არ ჩაიდინეთ?
-და თამთა მიქელაძე ვინ არის?
-“NGO”-დესანტი ფსევდო-ლიბერალების…
-მაგას რუსთავი2-ის საქმეც არ მოეწონა ჰო?
-კი,ეგრეა…
-ალბათ სააკაშვილზე დადებულ დასკვნებზეც პრეტენზია ექნება?
-რა თქმა უნდა…
-და რაშია საქმე,რამე ჭირს?
-მეტი რაღა უნდა ჭირდეს, ქართველი ლიბერალია…
-ააა გასაგებია
მოკლედ, ჩვენ “ეროვნულ-ლიბერ-NGO”-წარმომადგენლებს არ მოსწონთ ევროპული სასამართლო, ნუ ხასიათს გააჩნიახოლმე….
P.S. ფსკერს ქვემოთ,რომ ხართ ვერ ატყობთ?…“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება