fbpx

ზუგდიდის ქუჩებში ხალხმრავლობაა, ბაზართან პოლიციის მობილიზება დაგვჭირდა – თუ ასე გაგრძელდა, ბაზრის დაკეტვა მოგვიწევს -ალექსანდრე მოწერელია

ალექსანდრე მოწერელია-ქალაქში მომრავლებულია ავტომობილები, ქუჩებში აღინიშნება ხალხმრავლობა, დაგვჭირდა პოლიციის სრული მობილიზება ბაზართან, სამწუხაროდ პოლიციას მოუწია ჯარიმების გამოწერაც! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ მოსახლეობას – დაიცვან დისტანცია. ჩვენ ბაზრის ნაწილობრივ ამუშავების გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება, ბაზარში შეეძინათ პროდუქტები, მაგრამ სამწუხაროდ ის, რაც ხდება დღეს ბაზართან, ძალიან ცუდია, გვიწევს ისევ პოლიციის ძალების მობილიზება და ამ საქმეში მათი რესურსის დახარჯვა. ამ საკითხს განვიხილავთ პოლიციასთან ერთად, თუ პოლიცია ჩათვლის საჭიროდ, რომ სიტუაციის გაკონტროლება იქნება შეუძლებელი, ჩვენ მოგვიწევს ბაზრის დაკეტვა. მე ძალიან მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, გაითვალისწინონ იმ მეწარმეების მდგომარეობა, ვინც ბაზარში არიან დასაქმებულნი, მათაც უჭირთ. არადა საუბარია ელემენტარული 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე და მოწესრიგებულად ბაზარში შესვლაზე. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ პოლიციის სრულ რესურს ბაზრის გაკონტროლებაში, რადგან მათ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უწევთ რეაგირების მოხდენა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება