fbpx

ზვიად შალამბერიძე: ,,გვირილობის” სახალხო დღესასწაულს ქალაქი შეხვდა განახლებული ცენტრით დღეს ,,ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება

. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად ბაგრატის ტაძარში ქალაქის დალოცვით დაიწყო. სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ,,ვულოცავ ქუთაისს და ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს. სასიხარულოა ის, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დღეს სრულფასოვნად ავღნიშნოთ ქალაქის დღე. სახალხო დღესასწაულს ქუთაისი ხვდება განახლებული ცენტრით, სადაც ჩატარდება ის ღონისძიებები, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის ახალი პროექტების შესაბამისად, ყოველ ,,გვირილობას” და ,,ქუთაისქალაქობას” შევხვდებით კიდევ, უფრო მეტად განახლებული ქუთაისით და კიდევ, უფრო მეტად განახლებული ინფრასტრუქტურით” – განაცხადა მედიასთან იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ. დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი ოთარის ძეგლს პატივი მიაგეს. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ქუთაისს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები სტუმრობენ. მათი ოფიციალური მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებთან და ქალაქებთან. იმერეთის რეგიონს და ასევე ქალაქ ქუთაისს არაერთი დამეგობრებული ქალაქი და რეგიონი ყავს, რომლის ეგიდით სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა. ,,იცით, რომ ქუთაისი არის მსოფლიოს უძველესი ქალაქი, 3500 წლიანი ისტორიით და ევროპული ღირებულებებით. სწორედ ევროპული ღირებულებებით ვაგრძელებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნებთან. თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც სრულად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის ურყევ ნებას, გახდეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. ასევე ჩვენი ქვეყნის ურყევი მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება და თქვენი მხარდაჭერა ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია” – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალურ მიღებაზე. “ქუთაისქალაქობა 2023“ – სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა აქტივობა (კულტურული, სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი). ასევე დღის მანძილზე ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იქნება, პროექტის ,,ქარავანი -არტფორუმი“ ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნება, ცენტრალურ მოედანზე კი გამოიფინება ვინტაჟური ავტომობილები. დღის ბოლოს დაგეგმილია თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი მესხიშვილის თეატრში. ასევე, ცენტრალურ მოედანზე 20:30 საათზე ჩატარდება გალა კონცერტი თბილისის ბიგ – ბენდის მონაწილეობით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება