fbpx

დათო ევგენიძეს მალე კლინიკიდან გაწერენ

უ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია სტამ­ბოლ­ში, კლი­ნი­კა BAU Medical Park Goztepe-ში გა­ი­კე­თა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო. ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ჩა­ტარ­და და 12-სა­ა­თი გაგ­რძელ­და. მუ­სი­კო­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი­სა და დათო ევ­გე­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ დათო ევ­გე­ნი­ძეს კლი­ნი­კი­დან ერთ კვი­რა­ში გა­მო­წე­რენ.

“კარ­გი ამ­ბა­ვი მაქვს: დღეს მა­ხა­რას გა­მო­წე­რენ და 1 კვი­რა­ში და­თოს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვთ, მხო­ლოდ ტკი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებთ”, – და­წე­რა ლეკა მი­ქა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გი­ორ­გი კლი­ნი­კი­დან უკვე გა­მო­წე­რეს.

“წა­ვე­დი მე სახ­ლში, და­თოს და­ვე­ლო­დე­ბი” – წერს “ინ­სტაგ­რამ­ში” მა­ხა­რაშ­ვი­ლი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება