fbpx

ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას-კახა კალაძე

კახა კალაძე: საქართველოს იმოქმედებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ხალხის
ინტერესებიდან გამომდინარე
თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან
დაკავშირებით, შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა. მან ომის მალე დასრულება
და მშვიდობა უსურვა უკრაინელ ხალხს.
„ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია.
პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს,
შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების საკითხს,
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქმედებს და იმოქმედებს ქვეყნის
ინტერესებიდან გამომდინარე.
„საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან
გამომდინარე. პირველი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები იქნება. ასე არის
დღეს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“-განაცხადა კახა
კალაძემ.
მანვე წარმატებები უსურვა საქართველოს მთავრობის მეთაურს არსებულ რთულ
ვითარებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება