fbpx

ზაზა თოდუა არ არის პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი და აღარ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან-ტვ პირველის მორიგი ,,ფეიკ-ნიუსი,,

 · მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს-ტელეკომპანია “ტვ პირველი” აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მიზნით. დღეს აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა მორიგი ფეიკ ნიუსი, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურში დაასაქმა თითქოსდა მისი დაცვის უფროსის- ზაზა თოდუას ოჯახის წევრები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ზაზა თოდუა არ არის პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი და აღარ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება