fbpx

ელისო კილაძეს და მის პირად ადვოკატს არჩილ ჩუბინიძეს შემუშავებული აქვთ შემდეგი დანაშაულებრივი სქემა-ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ,გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედქტორს ელისო კილაძეს და მის პირად იურისტს არჩილ ჩუბინიძეს თაღლითობაში სდებს ბრალს ,ირაკლი ზაქარეიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ-

საქართველოს პროკურატურა
ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადება, მედიაჰოლდინგ “ქრონიკა+”-ს მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით!..
________________________________________
ელისო კილაძეს და მის პირად ადვოკატს არჩილ ჩუბინიძეს შემუშავებული აქვთ შემდეგი დანაშაულებრივი სქემა:

ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე სხვადასხვა პირებს თაღლითური გზით სძალავს თანხებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ხოლო მისი და ელისო კილაძის ქმედებებით დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებთან დაკავშირებით სამართალდამცავებთან პრობლემების შემთხვევაში, ელისო კილაძე სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებული თავისი მფარველების დახმარებით, სისხლის სამართლებრივ დევნას არიდებს არჩილ ჩუბინიძეს და პირიქით – ელისო კილაძის ან მისი გარემოცვის წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრების შემთხვევაში – არჩილ ჩუბინიძე ელისო კილაძეს უწევს საადვოკატო დახმარებას პროცესუალურ ნაწილში!..
*
შედეგად – მოქალაქეთა აურაცხელი საჩივრების მიუხედავად, კორუფციული გადაწყვეტილებების შედეგად, კილაძე-ჩუბინიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იწყებოდა, ხოლო დანაშაულებრივი გზით „ხახვივით შერჩენილ“ თანხებს ეს ორი უკანასკნელი ერთმანეთში იყოფდა!..
*
ელისო კილაძე და არჩილ ჩუბინიძე ოპერატიულ კავშირზე იმყოფებოდნენ როგორც სააკაშვილის სპეცსამსახურების ყოფილ მაღაჩლინოსნებთან, აგრეთვე მოქმედი ხელისუფლების სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებთან!.. კერძოდ:
კილაძე-ჩუბინიძის დანაშაულებრივ ჯგუფს, შსს-დან უშუალოდ კურირებდა და მფარველობდა ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან – ამ უწყების ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი!..
*
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, ელისო კილაძე-ჩუბინიძის ზემოხსენებული მფარველები, სწორედ მათი მეშვეობით ახორციელებდნენ ოპოზიციისა და მათი „მედიასაშუალებებისათვის“ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებას!..
*
კილაძე-ჩუბინიძის მფარველებს, ოპერატიულად დამუშავებული და გადაბირებული ჰყავდათ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომლებსაც ავალებდნენ ელისო კილაძესთან სხვადასხვა სახის ინფორმაციების მიტანას, მათ შორის – კომპრომატებს საკუთარი გუნდის წევრებზე!..
*
უფრო მეტიც – არჩილ ჩუბინიძეს დაუმზადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული თანამშრომლის მოწმობა, რასაც ეს უკანასკნელი იყენებდა და იყენებს არა მხოლოდ საპატრულო პოლიციასთან და კერძო პირებთან სხვადასხვა სახის კომუნიკაციის დროს, არამედ ის ამ საშვით საკუთარი ავტომანქანით შედიოდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც სასამართლოს პერსონალისა და სამართალდამცავების გარდა შესვლის უფლება არავის აქვს!..
*
გამოძიებით უსათუოდ უნდა დადგინდეს, რამდენჯერ და რა ვითარებაში აქვს გამოყენებული არჩილ ჩუბინიძეს სუსი-ს მოწმობა, სუსი-ს ოპერატიული თანამშრომლის მოწმობის გამოყენებით აქვს თუ არა მას ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, რაზედ გამოძიებას დამატებით მიეწოდება სათანადო ინფორმაცია!..
*
ელისო კილაძის პირადი ადვოკატის არჩილ ჩუბინიძის სააკაშვილის სპეცსამსახურებთან აქტიურ თანამშრომლობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: მოწოდებული დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს, ქ. ხაშურის „ჭალის“ დასახლების უბნის საარჩევნო კომისიაზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რა დროსაც გატაცებული იქნა საარჩევნო ყუთი!.. ხსენებულ საუბნო კომისიას კი ხელმძღვანელობდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი არჩილ ჩუბინიძის დედა. თავდასხმაში მონაწილეობდა და ბოტროტმოქმედებს ხელმძღვანელობდა ავტომატური ცეცხლსასროლით შეიარაღებული არჩილ ჩუბინიძე!..
*
დავუბრუნდები რა კილაძე-ჩუბინიძის დანაშაულებრივ სქემებს გაცნობებთ, რომ არჩილ ჩუბინიძემ ბოროტად ისარგებლა რა მოქალაქე მარინე ტაბატაძის ნდობითა და წარმომადგენლობითი მინდობილობით, დანაშაულებრივ კავშირში შევიდა ბინათმშენებლობის კომპანიის ხელმძღვანელთან – სააკაშვილის დროინდელი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის კახა აბულაძის მამასთან ვახტანგ-ომარი აბულაძესთან, რომელსაც გამოართვა მარინე ტაბატაძის კუთვნილი 12 000 აშშ დოლარი და დანაშაულებრივად მიითვისა აღნიშნული თანხა!.. კახაბერ ჩუბინიძეს განზრახული ჰქონდა 30 000 ასშ დოლარის მითვისებაც, თუმცა დაზარალებული მოქალაქის მარინე ტაბატაძის მიერ მალევე იქნა მხილებული და ჩუბინიძემ ამ ნაწილში დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანა!..
სამართალდამცავ სტრუქტურებში მარინე ტანატაძის საჩივრები მუდამ რეაგირების გარეშე რჩებოდა!.. „გამომძიებლები“ თავიანთი ხელმძღვანელების მითითებისამებრ, დაზარალებულ ქალბატონს უარს ეუბნებოდნენ გამოძიების დაწყებაზე იმ მოტივით, რომ საქმე სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას განეკუთვნებოდა და უნდა მიემართა სასამართლოსთვის!.. ერთ-ერთმა გამომძიებელმა თავისი ხელმძღვანელის მითითებით ისიც კი უთხრა ტაბატაძეს, რომ ჩუბინიძე 4 შვილის მამაა, რამე რომ მოუვიდეს – თვითმკვლელობამდე მიყვანაში დაგედება ბრალი და დაგიჭერენო!..
*
მარინე ტაბატაძემ საჩივარი პროკურატურაში 2021 წელს, პრემიერ გახარიას „ნაციონალური მოღვაწეობის“ პერიოდშიც შეიტანა, თუმცა ელისო კილაძისა და არჩილ ჩუბინიძის მფარველებთან ვერა გააწყო რა და მისი საჩივარი დარჩა რეაგირების გარეშე!..
*
ელისო კილაძის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ თაღლითურად მიითვისა აგრეთვე მოქალაქე დალი ყალიჩავას თანხები – რომელსაც გააკეთებინა მინდობილობა, გამოართვა 2500 ლარი და დაპირდა სასამართლოში საქმისწარმოებას, თუმცა ჩუბინიძე არც პროცესზე არ გამოცხადებულა და არც თანხა დაუბრუნებია!.. სამართალდამცავებმა დალი ყალიჩავას საჩივარს „ჩუბინიძის ვალი“ დაარქვეს და თაღლითობით დაზარალებული ქალბატონი სამოქალაქო დავისათვის სასამართლოში გადაამისამართეს!..
*
ელისო კილაძის პირადი ადვოკატის არჩილ ჩუბინიძის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად არაერთი მოქალაქეა დაზარალებული, რომელთაგანაც მოტყუების გზით მიღებული აქვს სხვადასხვა ოდენობის განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები.
*
სხვათაშორის, დაზარალებულებს შორის არიან: – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახაბერ საბახტარაშვილი, მოქალაქე ჯიბო ბერძენიძე, რომელსაც ე.წ. „ბოინის საქმეში“ გამოსძალა განსაკუთრებით დიდი ოდენიბით თანხები!.. მანვე დააზარალა აგრეთვე ხაშურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რაზეც ხაშურის სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება შეწყდა სააკაშვილის სამართალდამცავების მიერ მიღებული კორუფციული გადაწყვეტილებით!..
*
ამჟამად ჩემს მიერ ხორციელდება კილაძე-ჩუბინიძის დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის სხვა ფაქტების შესწავლა, მათ შორის შპს „გორგიას“ დირექტორის გორგოშაძის გატაცების საქმეში ცაკლეულ პირთა როლის შესახებ ,ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციების სისტემატიზება!.. ამასთან, ჩემს მიერ ხორციელდება მოქალაქეთა მომართვების დამუშავება, რაზეც წერილობით დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება