fbpx

ზაალ ანჯაფარიძე სამადაშვილზე: ასეთივე აგენტურაა ის შემადგენლობაც, უკრაინის გაჭირვება რომ ხელზე დაუხვევიათ

ზაალ ანჯაფარიძე სამადაშვილზე: ასეთივე აგენტურაა ის შემადგენლობაც, უკრაინის გაჭირვება რომ ხელზე დაუხვევიათ და უნდათ აქ სიტუაციის ასარევად გამოიყენონ საკუთარი ვიწროპარტიული და ეგოისტური ინტერესების გამო ასეთი აგენტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ვითომ პროდასავლელის საბურველში გახვეული სალომე სამადაშვილი (სხვებს რომ სერგო ორჯონიკიძეებს ეძახის), ტელეფონით კერძო საუბარში ნარჩევი რუსული სამსართულიანი გინებით რომ იგინება – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს სერგო ორჯონიკიძეს ადარებს. „ვისაც ჩვენი ისტორია კარგად ახსოვს, ისიც ეხსომება 25 თებერვლისათვის როგორ გააქტიურდა საქართველოში ჩანერგილი რუსეთის აგენტურა. ასეთი აგენტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ვითომ პროდასავლელის საბურველში გახვეული სალომე სამადაშვილი (სხვებს რომ სერგო ორჯონიკიძეებს ეძახის), ტელეფონით კერძო საუბარში ნარჩევი რუსული სამსართულიანი გინებით რომ იგინება. ასეთივე აგენტურაა ის შემადგენლობაც, უკრაინის გაჭირვება რომ ხელზე დაუხვევიათ და უნდათ აქ სიტუაციის ასარევად გამოიყენონ საკუთარი ვიწროპარტიული და ეგოისტური ინტერესების გამო.“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება