“რატომ ითხოვენ ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას სწორედ ახლა, ადრე არ შეეძლოთ იგივეს გაკეთება?! პასუხი არის მარტივი – მათ კლიენტს უკრაინას ბრძოლის ველზე, როგორც ჩვენში იტყვიან, “ენძრევა” და უნდათ სულის მოთქმის საშუალება მისცენ”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შესახებ, რომელიც მან კიევში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ანალიტიკოსის შეფასებით, უდიდეს შეცდომას დაუშვებს რუსეთი, თუ ეხლა ცეცხლის შეწყვეტის დათანხმდება, დასავლეთის პირობებზე.
“რატომ ითხოვენ ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას სწორედ ახლა, ადრე არ შეეძლოთ იგივეს გაკეთება?!
პასუხი არის მარტივი – მათ კლიენტს უკრაინას ბრძოლის ველზე, როგორც ჩვენში იტყვიან, “ენძრევა” და უნდათ სულის მოთქმის საშუალება მისცენ.
რომ ამბობენ, თუ რუსეთი არ დათანხმდება სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინას სამხედრო დახმარებას გავუზრდით, ადრე არ შეეძლოთ ამის გაკეთება? შეეძლოთ, მაგრამ აომეს უკრაინა სადამდეც შეეძლოთ, პარალელურად რუსეთიდან მიიღეს ის ეკონომიკური სარგებელი რაც სჭირდებოდათ (იაფი გაზი და სხვა). თუმცა, ნახეს რომ რუსეთს სტრატეგიულად ჯერ ვერ ამარცხებენ
არადა ამ კორუმპირებული ევრობიუროკრატიის პოლიტიკური მომავალია სასწორზე და მიბმულია უკრაინის ომზე.
უდიდეს შეცდომას დაუშვებს რუსეთი, თუ ეხლა ცეცხლის შეწყვეტის დათანხმდება, დასავლეთის პირობებზე”- წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.