fbpx

ზაალ ანჯაფარიძე გონჩარენკოზე: მისი გამოხტომები ზუსტად პასუხობს ოპოზიციის დღის წესრიგს, 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგული ტერიტორიები რომ არ ანაღვლებდათ

ზაალ ანჯაფარიძე გონჩარენკოზე: მისი გამოხტომები ზუსტად პასუხობს ოპოზიციის დღის წესრიგს, 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგული ტერიტორიები რომ არ ანაღვლებდათ, სამაგიეროდ კომპენსაციად მიღებულ $4,5 მილიარდზე ცეკვავდნენ სიხარულით ,,მისი სამშობლო ასეთ დღეშია, და ამ ნაძირალამ კი ქართველების კბენისთვის და ქილიკისთვის მოიცალა. ეტყობა ძალიან უნდა რომ საქართველოშიც ომის ცეცხლი გიზგიზებდეს” – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ალექსეი გონჩარენკოს მოწოდებას. როგორც ზაალ ანჯაფარიძე წერს, გონჩარენკოს მოწოდება ზუსტად პასუხობს აქაური დესტრუქციული ოპოზიციის დღის წესრიგს. ,,უკრაინას სადაგი დღეები უდგას და ნამდვილად არ მივაქცევდი ყურადღებას, ამ ჯეელის ვინმე ალექსეი გონჩარენკოს ანტი-ქართულ გამოხდომებს რომ უკვე წრეგადასული ხასიათი არ მიეღო. მისი სამშობლო ასეთ დღეშია, და ამ ნაძირალამ კი ქართველების კბენისთვის და ქილიკისთვის მოიცალა. ეტყობა ძალიან უნდა რომ საქართველოშიც ომის ცეცხლი გიზგიზებდეს. მისი ეს გამოხტომები ზუსტად პასუხობს აქაური დესტრუქციული ოპოზიციის დღის წესრიგს, 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგული ტერიტორიები რომ არ ანაღვლებდათ, სამაგიეროდ კომპენსაციად მიღებულ $4,5 მილიარდზე ცეკვავდნენ სიხარულით. გონჩარენკოს პიროვნებაზე კი ეს ფოტოც კარგად მეტყველებს.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება