fbpx

ვფიქრობ, საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც სააკაშვილი უკვე გუშინდელი დღეა-კახა კალაძე

კახა კალაძე,თბილისის მერი-დარწმუნებული ვარ რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეგობარი და ქვეყანა, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს არსებულ მეგობრულ პარტნიორულ ურთიერთობებს და ვიცე-პრემიერის პოსტზე არ დანიშნავს სისხლის სამართლის საქმის გამო გასამართლებულ პირს. თქვენ იცით, რომ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი სასამართლოს სამივე ინსტანციაში და მათ შორის სტარსბურგშიც. ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფოების ისტორია და პარტნიორობა, ჩვენი ხალხების ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული პირის დანიშვნა“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, თუ ვის და რატომ სჭირდება უკრაინაში სააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა, კალაძემ უპასუხა, რომ „არც საქართველოსა და ქართველ ხალხს, არც უკრაინასა და უკრაინელ ხალხს არ სჭირდება სააკაშვილის მსგავსი დესპოტი და ავანტიურისტი“.

კალაძის თქმით, სააკაშვილს აბსოლუტური ხელისუფლება სჭირდება და ყველაფერზე წავა მის მისაღებად.

„თუკი უკრაინა მას საშუალებას მისცემს დაინიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, მაღალი იქნება ის თუ დაბალი, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. ასეთია მისი ხასიათი, ის ასეთი ადამიანია. ზუსტად ეს მაშფოთებს მეც, როგორც თქვენი ქვეყნის და თქვენი ხალხის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სააკაშვილი ავანტიურისტია, რომელიც მხოლოდ საკუთარ პერსონაზე ფიქრობს, არ აქვს პრინციპები და არაფრის გამო წინ არ დააყენებს ქვეყნის ინტერესებს.

„მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა, რა თქმა უნდა, დააზიანებს იმ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის. ხოლო შემდეგ უკვე პირადად სააკაშვილი იზრუნებს, რომ უკრაინას რაც შეიძლება, მეტი პრობლემები გაუჩნდეს. ვფიქრობ, საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც სააკაშვილი უკვე გუშინდელი დღეა. ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები და მხოლოდ წინ უნდა მივიწევდეთ და არა უკან“,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება