fbpx

არის იმედები, რომ ის ისეთივე სეზონური აღმოჩნდება, როგორც გრიპი და ეს დიდი ბედნიერება იქნება-თენგიზ ცერცვაძე

არ ვიცით, ახასიათებს თუ არა მას სეზონურობა. არის იმედები, რომ ის ისეთივე სეზონური აღმოჩნდება, როგორც გრიპი და ეს დიდი ბედნიერება იქნება, თუ მაისიდან ვირუსი უკუგანვითარებას დაიწყებს და დაღმასვლით წავა. ან შეიძლება ასე არ მოხდეს და მთელი წელი გაგრძელდეს ან ზაფხულში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. არ ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანი რამე: ტოვებს თუ არა ვირუსი იმუნიტეტს და თუ ტოვებს, როგორს. ის ტოვებს მყარ იმუნიტეტს, როგორც წითელა თუ ის ტოვებს ნაწილობრივ იმუნიტეტს, რომელიც დაახლოებით 60-70%-ით იცავს კოვიდგადატანილ პაციენტებს, როგორც ეს არის გრიპის შემთხვევაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება