ვუსმენ ბარამიძეს ტვ.პირველზე ისეთი მამალი ტყუილი დააბრეხვა ყურებს არ ვუჯერებდი-გია ნიშნიანიძე

ეხლა ვუსმენ ბარამიძეს ტვ.პირველზე მაინტერესებდა რას იტყოდა იქნებ მცირე მაინც სინდისის ქეჯნას შეეწუხებინა. არავითარი და ისეთი მამალი ტყუილი დააბრეხვა ყურებს არ ვუჯერებდი. ვციტირებ: ყველზე მეტი ჩვენი ტყვე 45 მეომარი მოწინააღმდეგემ აიყვანა გაგრაში ერთერთ სანატორიუმში. მეორე დღესვე ჩავედი გუდაუთაში შევხვდი ანქვაბს და მოვინახულე ჩვენი ბიჭები საკონცენტრაციო ბანაკში. ვუთხარი მათ რომ ვარ პარლამენტის წევრი და მათ აქიდან გამოვიყვანდი. ასეც მოხდა გამოვიყვანე. ესაა სრული ტყუილი და თუ თავის ქებათ არ ჩამითვლით მოვყვები როგორ მოხდა მათი განთავისუფლება. ცხონებულმა ავთო იოსელიანმა მთხოვა რომ იქნებ ჯობდეს ამ პროცესში ჩავრთულიყავი როგორც ჩვენი მხარის წარმომადგენელი როგორც ექიმი და დავხმარებოდით ბიჭებს. რასაკვირველია დავთანხმდი და იმავე დღეს ჩავფრინდით გუდაუთაში სადაც რუსული ბაზის აეროდრომზე შევხვდით არძინბას. მოვილაპარაკეთ ამ პროცესის დეტალებზე და დავბრუნდით სოხუმში. ქუთაისის იზოლატორში გვყავდა 23 მოწინააღმდეგის ტყვე მეომარი რომლებიც ჩამოყვანილ იქნენ სოხუმში და იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში. აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა ოზგანი და ბესლან კობახია. მოიყვანეს ჩვენი ბიჭები უკლებლივ და მოხდა გაცვლა ყველა ყველაზე. რა ბარამიძე რის ბარამიძე იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს. P.S. ერთი ლირიკული გადახვევა. გაცვლის პროცედურების დამთავრების შემდეგ ოზგანი მეუბნება თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს და თუ შეიძლება მანქანაში ჩაჯექით. ჩავჯექი და ეუბნება მძღოლს გადადი მანქანიდან. მერე მომიტრიალდა და ჩუმათ მეუბნება თქვენ ალბათ იცნობთ კარგად ბატონ ედუარდს და გთხოვთ გადასცეთ რომ მე მას უდიდეს პატივს ვცემ!!! აი ასე იყო ეს ამბავი და არა ისე როგორც ბარამიძე უტიფრად სტყუის. პროკურატურას თუ სურვილი ექნება მზად ვარ დამკითხონ თანაც 13 თვე და 13 დღე ვიყავი აფხაზეთში და სვანეთის გამოვლით ფეხით ჩამოვედი ქუთაისში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება