fbpx

ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავს-ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ​საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ექვსი წლისთავს ულოცავს.

ის იმედოვნებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად იქნება აღიარებული.

„ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავს, რომელიც ჩვენი ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია.

ასევე, ვულოცავ საქართველოს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია გასული წლის განმავლობაში.

მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.

ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში

იმედი მაქვს, ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკის სექტორში მეტი გამძლეობისა და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველად გარემოს შექმნისთვის.

ასევე, მეტი ინკლუზიურობისთვის, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამით.

და ბოლოს, მინდა შევეხო გარემოსა და ენერგოეფექტურობას. ეს არის ის საკვანძო სექტორი, სადაც საქართველო ახლა ვითარდება და კიდევ აქვს გზა გასავლელი ამ მიმართულებით.

მე პროგრესს ამ სფეროში განსაკუთრებით ველოდები და მჯერა, რომ ეს სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მისი უსაფრთხოებისა და მოსახლეობისთვის“. – აცხადებს  საქართველოს პირველ არხთან ევროკავშირის ელჩი

გაუზიარე!

Shares