fbpx

ვლადიმერ ბოჟაძე: ალექსანდრე გონჩარენკომ დაწერა ის რაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” გაუგზავნა

ვლადიმერ ბოჟაძე: ალექსანდრე გონჩარენკომ დაწერა ის რაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” გაუგზავნა, გაახმოვანა ის, რაც ახლა სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და რუსეთს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში ტანკით შეჭრისკენ მოუწოდა. მისი თქმით გონჩარენკო „ნაციონალური მოძრაობას“ ახმოვანებს და რადიკალური ოპოზიციის სურვილს აჟღერებს. „ალექსანდრე გონჩარენკომ დაწერა ის რაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” გაუგზავნა, რეალურად გაახმოვანა ის რაც ახლა სასიცოცხლოდ ჭირდება საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და რუსეთს! უკრაინაში რუსეთის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი რომელიც რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვდა, იყო ყველა პარტიის წევრი რომელსაც რუსეთი ეყრდნობოდა, დღეს აქტიურად თანამშრომლობს აქაურ მეხუთე კოლონასთან, ლანძღავს საქართველოს მთავრობას და პროვოკაციისკენ მოგვიწოდებს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს! რუსეთი ოკუპანტია!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება