fbpx

ვიღაც აქტივისტების კეკლუცობა კამერებთან სტიკერები უნდა გავაკრაო, ან ვიღაც პოლიტიკანების ჭინთვა სხვადასხვა გადაცემებში – ქვეყანა დაქცეულიაო, აღარ მოქმედებს-გია გაბრიჭიძე

გია გაბრიჭიძე: ვიღაც აქტივისტების კეკლუცობა კამერებთან სტიკერები უნდა გავაკრაო, ან ვიღაც პოლიტიკანების ჭინთვა სხვადასხვა გადაცემებში – ქვეყანა დაქცეულიაო, აღარ მოქმედებს და არც იმოქმედებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყალბია „ქართული პოლიცია არასდროს აღარ იქნება ხალხის მტერი. ხალხის მტერი ისე, როგორც თქვენი „გულაობის“ დროს იყო. არ იქნება და თუ ვინმე არამზადა დანაშაულს ჩაიდენს, სახელმწიფო შესაბამის პასუხს გასცემს. არ არის ხალხი ისე, როგორც გინდათ რომ იყოს. ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და ახსოვს.“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ აქციას. „როცა შსს-ს წინ ამ ე.წ. აქტივისტების და ოპოების აქციას მოვკარი თვალი და ხალხის გამოსვლაზე მათი მოწოდებები გავიგონე, დათა თუთაშხიას და რაჟა სარჩიმელიას დიალოგი გამახსენდა: – დათა ბატონო მტერი გვყავს ორივეს ერთი და ერთად რომ მივადგებოდეთ აჯობებს მგონია მე. – წადი რაჟა ბიძიკო სახლში. დიახ ხალხზე „მზრუნველო“ აქტივისტ-ოპოებო. წადით სახლში და დაიმახსოვრეთ, რომ ქართული პოლიცია არასდროს აღარ იქნება ხალხის მტერი. ხალხის მტერი ისე, როგორც თქვენი „გულაობის“ დროს იყო. არ იქნება და თუ ვინმე არამზადა დანაშაულს ჩაიდენს, სახელმწიფო შესაბამის პასუხს გასცემს. არ არის ხალხი ისე, როგორც გინდათ რომ იყოს. ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და ახსოვს. ამიტომ ვიღაც აქტივისტების კეკლუცობა კამერებთან სტიკერები უნდა გავაკრაო, ან ვიღაც პოლიტიკანების ჭინთვა სხვადასხვა გადაცემებში – ქვეყანა დაქცეულიაო, აღარ მოქმედებს და არც იმოქმედებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყალბია. კიდევ ერთხელ ვიტყვი – ძალიან ამაზრზენი დანაშაული მოხდა. მოხდა და პასუხიც გაეცა. ის ორი არამზადა დაკავებულია. მუხლი გადაკვალიფიცირებული და რაც მთავარია ხალხი, საზოგადოება ბოლომდე აკონტროლებს მოვლენების განვითარებას. ასე რომ ტყუილად ნუ იჭაჭებით. არ გამოვა თქვენგან არც „მზრუნველი“ და ვერც „რევოლუციას“ ვერ ააგორებთ. ჰოდა – წადით ბიძიკო სახლში და თქვენს თავს მიხედეთ“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება