fbpx

ვინ ჩაფრინდა გუშინ სამთავრობო თვითმფრინავით ბელორუსიაში –

საგარეო საქმეთა სამინისტრო, 16 აგვისტოს საქართველოდან ბელორუსიის რესპუბლიკაში განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

უწყების ცნობით, ბელორუსიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში, მათივე ინფორმაციით ბოლო დღეებში ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

„გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსიასთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.

ბელორუსიის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება