fbpx

ბელორუსიის მთავრობა გადადგა

ბელორუსიაში ქვეყნის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასს”-ი ავრცელებს

მთავრობის გადადგომაზე დადგენილება ბელორუსიის პრეზიდენტის,  ალექსანდრე ლუკაშენოს ბრძანების საფუძველზე გამოიცა.

დადგენილების თანახმად, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მათი მოადგილეები დროებით მოვალეობას შეასრულებენ, ვიდრე პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას არ მოხდენს.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსიაში საპროტესტო აქციები არ წყდება.  მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება