fbpx

„ვინ მისცა პუტინს უფლება, რომ ქვეყნებად გამოაცხადოს ის ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? საპასუხოდ სანქციების დაწესებას ვიწყებთ“ – ჯო ბაიდენი

შშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ იგი რუსეთს სანქციების პირველ ეტაპს დაუწესებს. 

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო გაფართოვდება.

გარდა ამისა, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამერიკელი ჯარისკაცების კონტინენტი გაიგზავნება. 

„გუშინ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ორი ტერიტორია დამოუკიდებლად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ისინი უკრაინის ნაწილი აღარ არიან. გუშინ ღამე ამ რეგიონებში მან სამხედროების დიდი ნაწილი გააგზავნა, დღეს კი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიების სრულ ნაწილს აღიარებს. თუ მის გუშინდელ განცხადებას მოუსმინეთ, მკაფიოა, რომ მას უფრო ღრმად წასვლა სურს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის დასაწყისია, ამიტომ დღეს ვაცხადებ სანქციების პირველ ეტაპს, რათა რუსეთს სერიოზული ფასი დაუწესდეს მისი გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ.

სანქციების პაკეტი მჭიდროდ იყო კოორდინირებული ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ჩვენ რუსეთის მხრიდან შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას გავაგრძელებთ. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკირებულ სანქციებს ორ დიდ რუსულ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ დავაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვეტთ რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან. მათ აღარ შეეძლებათ ფულის მოზიდვა დასავლეთიდან და ვერ ივაჭრებენ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან სანქციები ამოქმედდება რუსეთის ელიტებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც. ისინი იზიარებენ რუსეთის პოლიტიკის კორუფციულ ზრახვებს და უნდა გაიზიარონ ტკივილიც.

გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მომზადებულია ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაყინვაც.

დღესვე, რუსეთის განცხადების საპასუხოდ, რომ ის არ გამოიყვანს თავის ძალებს ბელარუსიდან, მე ვაძლევ უფლებას ევროპაში უკვე დისლოცირებულ აშშ-ის ძალებს, რომ გააძლიერონ ჩვენი ბალტიისპირეთის მოკავშირეები: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ეს არის სრულიად თავდაცვითი ქმედება ჩვენი მხრიდან, ჩვენ რუსეთთან ომის სურვილი არ გვაქვს. თუ რუსეთი უფრო შორს წავა, ჩვენ მზად ვართ უფრო წინ წავიწიოთ სანქციებით.

ვინ მისცა პუტინს უფლება, რომ ქვეყნებად გამოაცხადოს ის ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე რეაგირებას. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება, რომ თავის მეზობელს ტერიტორია წაართვას“, – განაცხადა ბაიდენმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება