fbpx

ვინ ეკითხება არახამიას ჩვენს სასამართლოს, სტატუსს, ან ვინ იქნება ხელისუფლებაში, დიახ, უკრაინელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არიან რუსეთში დაბადებული არახამიები

ეს ხელმოცარული და უსამშობლო ადამიანი ქართველებზეა გადამკვდარი ან საქართველოს ინტერესებს იცავს, ტყუiლია. ეტყობა, ეს არის დაფინანსებული მორიგი მცდელობა, რომ ჩვენი სახელმწიფოს და ქართველების წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია ააგორონ. ბატონი არახამიას გააქტიურებას, მათ შორის ,მე დავუკავშირებდი „გირჩის“ მზადება რომ დაიწყო ახლა, ტყეში რომ დაჰყავს ახალგაზრდები და იარაღის თემებს რომ უყვება, კიდევ ხელმოცარულები, რუსეთიდან რომ ფინანსდებიან – ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ის გიჟი ჯაფარა მორიგ პროვოკაციას ამზადებენ საქართველოს წინააღმდეგ. პირველი, მეორე, მესამე არ გამოუვიდათ, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს, იქ რაღაც რევოლუციური სცენარი, პარლამენტში ქაოსი არ გამოუვიდათ და ახლა მორიგი მზადებაა, სავარაუდოდ, ამას უკავშირებენ კანდიდატის სტატუსს. ახლა კიდევ ერთხელ მომისმინონ ამ ხელმოცარულებმა, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ყველაფერი გავაკეთეთ 12-პუნქტიანი გეგმიდან, უფრო მეტიც, რეფორმები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, ევროკომისიას დადებითად აქვს შეფასებული, რეიტინგებიც კი გამოაქვეყნეს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ, დიახ, საქართველო პირველ ადგილას იყო და წინა ჯერზეც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. შეცდომა იქნა დაშვებული ევროკომისიის მხრიდან, ამიტომ ჩვენ ველოდებით, ახლა აქვთ შესაძლებლობა, ევროკომისიამ გამოასწოროს. თუ არ გამოასწორებს და ისევ ასე დატოვებს გადაწყვეტილებას, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენს სახელმწიფოს, თითოეულ მოქალაქეს ეცოდინება, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ.

რაც შეეხება არახამიას, ეს განცხადება არის უცხო ქვეყნის საქმეებში პირდაპირ ჩარევა. ვინ ეკითხება არახამიას ჩვენი სასამართლოს თემას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ან აქ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ეს მე მგონია, რომ, დიახ, უკრაინელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არიან რუსეთში დაბადებული არახამიები, კიდეv – დანილოვები, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა აქ, ბავშვების და დედების ხოცვაში შევხიდებოდით ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ ხართ უღირსები და არ იმსახურებთ უკრაინელი ხალხის ნდობას, პირადად ჩემი პოზიცია და განცდაა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში უკრაინელი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, აქცენტს გააკეთებს მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს ჩავერევით მათ შიდა საქმეებში, რადგან ჩვენი აღზრდა, პარტნიორული ურთიერთობა გავავლდებულებს, რომ პატივი ვცეთ მათ სუვერენინეტს. გონჩარენკოზე უარესი ხარ შენ, ბატონო არახამია. გონჩარენკო რაც არის, კი იცის შენმა საზოგადოებამ, უფრო სწორად, უკრაინულმა საზოგადოებამ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება