fbpx

ნინო ჯღარკავა:ვიამაყოთ, ამ ეპოქაში გვყავს დიდი პოეტი ტარიელ ხარხელაური!

ტარიელ ხარხელაურს რომ ვინმეს მეხოტბეობას დააბრალებ და დააბულინგებ, მართლა უნდა გრცხვენოდეთ მათ, ვისი მამებიც ხან ლენინს უმღერდნენ ,ხან კრემლს და ხან სააკაშვილებს! პოეტმა გულით დაწერა ლექსი და მიუძღვნა გახარიას , ,,ათრიეს,, უმსგავსოებმა! ტარიელ ხარხელაური რომ გვყავს ამ ეპოქაში ,უნდა ვიამაყოთ! მიყვარხართ ბატონო ტარიელ და მიყვარს ყველა თქვენი ლექსი!


(მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას)
ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,
თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე…
გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის
იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.
დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,
ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,
შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,
რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.
სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,
ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,
საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,
დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.
არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,
დიდი იქნები – თუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,
სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,
მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა..
ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,
დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,
ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ “შვილო” ხვალისთვის,
სხვა გზა არა არის! – ხანჯლის პირზე უნდა იარო!

პოეტი ტარიელ ხარხელაური

გაუზიარე!

Shares