fbpx

„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში“ – ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია ავრცელებს.

„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი, ბოდიში“, – წერს ქეთი ვადაჭკორია.

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება